მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვას დაესწროს.
“ელოდება მოუთმენლად ხვალინდელ დღეს და ალბათ, ხვალ თვითონ იხილავთ ყველა როგორ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოში. თვითონ მოუთმენლად ელოდება, რომ ხვალ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა”,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.