[su_quote]ეს მანქანა პირველივე დღეებში შევამჩნიე, როდესაც საკაშვილი გადმოიყვანეს ჰოსპიტალში. ჩემი თვალით ვნახე და შემდგომ დავიწყე ინფორმაციის მოძიება თუ რა მანქანა იყო, უამრავ ექსპერტს ველაპარაკე(საქართველოში და საზღვარგარეთ) ამ თემასთან დაკავშირებით, ექსპერტებთან კონსულტაცია გავიარე და დამიდასტურეს, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის სისტემის შიგნით, ვინც ამ მანქანას მართავს – ეს არის მანქანა, რომელსაც რუსულად ე.წ სისტემა “კუპოლი”, ანუ გუმბათი ეწოდება. მანქანა ასხივებს რადიო-ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომელიც სპეციფიკური დანიშნულებით გამოიყენება. მისი დანიშნულება არ არის ადამიანის მოკვლა, მაგრამ იწვევს სიკვდილს მისი სიმძლავრიდან გამომდინარე. ეს კონკრეტული ტალღა, არის ელექტრო-მაგნიტური ტალღა, რომელიც იწვევს დაავადებას და სიკვდილს. ამის გამოყენება ხდება სპეცოპერაციის დროს, კომუნიკაციის დასახშობად, ნებისმიერი სხვადასხვა დანიშნულებით. ეს მანქანა დაყენებულია მიშას პალატის ქვევით და ამ მანქანის მოქმედება, ერთგვარ ფარს ქმნის და იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია. ყველა, მათ შორის მოსახლეობა, რომელიც ჰოსპიტალთან გარშემო ცხოვრობს – მათი სიცოცხლე არის საფრთხეში, ელექტრომაგნიტური მაღალი სიხშირის ტალღების დასხივების ქვეშ არიან [/su_quote]
ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ჩალაძე TV პირველის ეთერში საუბრისას.