ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღუდუშაური: სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით სპეკულაციები უადგილოა, ყველამ თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან, არ აყვნენ მის ბინძურ თამაშს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სპეკულაციები უადგილოა.

„ოპოზიციის ბოლოდროინდელ ქმედებებს თუ შევხედავთ, შეინიშნება ძალიან დიდი დაძაბულობა, დაპირისპირება და დაქსაქსულობა. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ რადიკალურ ჯგუფს, როგორც ჩანს, თავში აზრად მოსდის ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ერთადერთი კაცის ახირებას ემსახურება – ეს არის სააკაშვილი. მინდა, ვისურვო, რომ მათაც ეყოფათ გონიერება და ხელს აიღებენ ისეთი ბინძური განზრახვისგან, რაზეც მსჯავრდებული სააკაშვილი მოუწოდებს. ალოგიკური იყო თავის დროზეც ოპოზიციის რადიკალური ჯგუფების მოწოდება და რადიკალური ნაბიჯების დაანონსება. მით უფრო დღეს ალოგიკურია მათი მოთხოვნები. მათი მიზანია, როგორმე ქაოსი შექმნან ქვეყანაში და რევოლუციური გზით თითქოსდა დააბრუნონ მსჯავრდებული, კრიმინალი სააკაშვილი ხელისუფლებაში. ნათლად ვხედავთ, რომ მათ ამ მოქმედებებს და ზრახვებს არანაირი გაგრძელების პერსპექტივა არ გააჩნია, ისევე როგორც თვითონ სააკაშვილის მოქმედებას არ უწერია ახდენა. მისი მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხის მოთხოვნებს. თუ მათი ქმედებები გასცდება კანონს, ადეკვატური პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

იტვირთბა....