პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ხვალ, 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან აქცია დააანონსა.
როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, აქცია 11:00 საათზე დაიწყება.
“11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან”, – წერს მელია.
შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს სწორედ ამ დროსაა ჩანიშნული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიყვანენ თუ არა თავად მესამე პრეზიდენტს ხვალინდელ სხდომაზე.

