ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პერუში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

პერუს ჩრდილოეთ ნაწილში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა 100 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ბიძგები დედაქალაქ ლიმაშიც იგრძნობოდა. მსხვერპლის და მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ქვეყანაში ცუნამის განგაში გამოცხადდა, მაგრამ ის მალევე გაუქმდა.

იტვირთბა....