ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კირკიტაძე: ხელისუფლება ათას მიზეზს იპოვის, რომ სააკაშვილს არ მიეცეს საზოგადოებასთან კონტაქტის საშუალება

ექიმების დასკვნა უკვე ცნობილია, თუმცა არა მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გაითვალისწინოს. ისინი ათას მიზეზს იპოვიან იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს საშუალება საზოგადოებასთან კონტაქტი. ჩვენ ხომ მთელი 9 წლის განმავლობაში ვისმენდით ერთ რამეს ხელისუფლებისგან, რომ მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვა ის აუცილებლად წარსდგება სასამართლოს წინაშე და მოუწევს პასუხების გაცემა. რას ვხედავთ პარალელურად? – ჩამოსულია ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე შიმშილობის პროცესი გადაიტანა, ეს ადამიანი აცხადებს მზაობას, რომ მოვა სასამართლო პროცესზე, გასცემს შეკითხვებს პასუხს და მზად არის საზოგადოებას ამ ფორმით ეკონტაქტოს

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით კირკიტრაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა ჩანიშნული. ამ დრომდე უცნობია, მიეცემა თუ არა ექსპრეზიდენტს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება.

იტვირთბა....