საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
ექიმის განცხადებით, სააკაშვილს ჯანმრთელობა აძლევს იმის საშუალებას, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.
“მე როგორც ვიცი, სახელმწიფო კომისიამ თქვა, რომ მისი დასწრება შესაძლებელია. ლომჯარიას კომისიის დასკვნაც მემგონი იგივეა. ასევე თქვა ცენტრმა ემპათიამ გუშინ. მე მისი ბოლო მონაცემები ვნახე დაახლოებით ორი დღის წინ. იმის მერე მე მონაცემები არ მინახია, ვიცი გადმოცემით. ჩემი აზრით, შეძლებს, მაგრამ მაცადეთ ვნახო და მერე გეტყვით”, – განაცხადა ყიფშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა ჩანიშნული.

