[su_quote]რუსეთში თაღლითების ჯგუფი დიდ ფულს შოულობს ანტივაქსერების ხარჯზე. მათ ხომ სჯერათ, რომ აცრისას მასონებს მიკროჩიპები შეჰყავთ ორგანიზმში, ჰო და ვიღაც გონიერმა ადამიანებმა მათ შესთავაზეს განჩიპვის (”დეჩიპიზაცია”) მომსახურება. მიადებენ ნანემსარზე რაღაც აპარატს და წამში გაქრება ჩიპი.
ვერ აუდის ამ თაღლითების დევნას რუსეთის პოლიცია. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ “მიწოდებაც” დღითიდღე იზრდება.
თუ ვინმეს აქვს განჩიპვის სურვილი, რაღა ფული იხადოთ-აიღეთ თმის საშრობი ფენი( დეჩიპიზატორი), შეუბერეთ ზომიერად თბილი ჰაერი ნანემსარ ადგილს და გაქრება ჩიპი. არ მოტყუვდეთ, შელოცვა არ შველის[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე.

