[su_quote]არაფერი პასუხი არა მაქვს. დამირეკა ვიღაცამ პოლიციიდანაც და იმასაც ვუთხარი. მოდით და რაღაც გასაუბრება მინდა თქვენთანო. რა გასაუბრება, პასუხი მინდა მე. მოიპარეს ჩემი შვილი, წაიყვანეს. ერთი ეს ვიცი, რომ საქართველოში არ გამიგია ასეთი, რომ 2 საათის გარდაცვლილი სახლიდან მომპარეს და რაც უნდათ იმას დაწერენ. არ იძლევიან ოფიციალურ პასუხს. 37 წლის მიწაში ჩადებული გახდა. რა უნდა გამიკვირდეს? არაფერი მე აღარ მიკვირს. ერთი გაუბედურებული დავრჩი[/su_quote]
ამის შესახებ ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედამ ტელეკომპანია ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. ცნობისთვის, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში გამართულ აქციაზე სასტიკად სცემეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქრავას გარდაცვალებიდან 4 თვის შემდეგ ექსპერტიზის დასკვნა კვლავ უცნობია.

