ისრაელის მთავრობამ კორონავირუსის ახალი ომიკრონ შტამის გამო, 14 დღის განმავლობაში, უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა.
ამის შესახებ BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
უცხოეთიდან ჩამოსული ისრაელის ყველა მოქალაქისთვის კი, სულ მცირე, სამდღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა.
ისრაელში, ამჟამად, კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ომიკრონს შტამით ინფიცირების შემთხვევები სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ისრაელში, ჩეხეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში დადასტურდა.

