ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

წერეთელი: სამწუხაროა, როცა საქართველოს აქვს ვაქცინები და მოსახლეობის აცრას ვერ ახერხებს

[su_quote]როგორც ჩანს აფრიკიდან ჩამოსულები დიდი შანსით ახლი შტამის ვირუსით დაავადებულნი ბრუნდებიან. 5 წუთის წინ იტალიამ და გერმანიამ დაადასტურა “ომიკრონი”-ს შტამით დაავადებული პირველი პაციენტები. სიანტერესოა რომ იტალიაში, ნეაპოლში შემთხვევა ჯერ დაუდგინდა 11 ნოემბერს მოზამბიკიდან ჩამოსულ პიროვნებას, რომლის ოჯახში ახლა 5 წევრს ასევე დაუდგინდა ეს ვირუსი, მათ შორის ბავშვებს. ერთია რომ ამ მომენტისათვის ყველა შემთხვევა იოლ ფორმებშია.

გერმანიაში კი 24 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკიდან ჩამოფრენილ 2 პიროვნებას აღმოუჩინეს ახალი შტამი.

ასე სამწუხაროდ, როცა აფრიკის კონტიგენტი დარჩა ვაქცინების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ვაქცინების თანაბრად გადანაწილებაზე და სოლიდარობის პრინციპებზე საუბრობდა.

და რა სამწუხაროა, როცა საქართველოს აქვს ვაქცინები და მოსახლეობის აცრას ვერ ახერხებს, როცა აფრიკის ქვეყნები მის ნაკლებობას განიცდიან და შედეგად ასეთ მუტაციებს ვღებულობთ[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ისრაელსა და ჩეხეთში.

იტვირთბა....