ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი მსოფლიო

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევები ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევები ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამჯერად Covid-19-ის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოვლინდა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის თქმით, ქვეყანაში დაინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა და ორივე მათგანი სამხრეთ აფრიკასთან იყო კავშირში.

ამასთან, ორი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაშიც, კონკრეტულად კი ბავარიაში.

რაც შეეხება იტალიას, იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, ომიკრონ შტამი მოზამბიკიდან ჩამოსულ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა.

ქვეყნების უმრავლესობამ სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობაზე და ამავე კონტინენტიდან დაბრუნებულ პირებზე გარკვეული შეზღუდვები უკვე დააწესა.

კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენამ გლობალური შეშფოთება გამოიწვია. დაიწყო მოგზაურობის აკრძალვები, შეზღუდვების ტალღა და შემცირდა გაყოდვები ფინანსურ ბაზრებზე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი ომიკრონ შტამი სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ისრაელსა და ჩეხეთშიც დაფიქსირდა.

იტვირთბა....