ლეგენდარული მწვრთნელი ვანო გრიქუროვი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია გარდაცვლილის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გრიქუროვის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად ძალოსნობის ოჯახს უდიდესი დანაკარგისთვის სამძიმარს უცხადებს.
ვანო გრიქუროვის სახელს არა მარტო ქართული სპორტის, არამედ მსოფლიო ძალოსნობის ისტორიის უამრავი წარმატება უკავშირდება. ის იყო კახი კახიაშვილის, გიორგი ასანიძის, არსენ კასაბიევისა და შიმონ კოლეცკის პირადი მწვრთნელი.