საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ექიმის, ნინო გოგორიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად იქნება, რომ 29 ნოემბერს სასამართლო პროცესს დაესწროს.
მისი თქმით, დღეისთვის სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მცირე სისუსტე, ანალიზები ნორმის ფარგლებშია, კვების რაციონი გაფართოებულია და იკვებება თითქმის სრული მენიუთი. მენიუ შედგენილია ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით და ძალის აღდგენა მიდის, დაიწყო ფიზიკური გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის.
დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სასამართლო დღეს არ არის, ვფიქრობ, მზად იქნება მის პროცესს დაესწროს”, – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა ჩანიშნული.

