ტყიბულში, ქვანახშირის შახტის ნანგრევებში მოყოლილი მეორე მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი ნანგრევებიდან მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს. ის ქუთაისში პროზექტურაში გადაასვენეს.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში ქვანახშირის კარიერი ჩამოიშალა, რა დროსაც 2 ადამიანი მიწის მასის ქვეშ მოყვა. მაშველებმა შახტიდან 64 წლის მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

