ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

ჩერგოლეიშვილი ნაცმოძრაობას: თქვენ ხართ დინოზავრები

[su_quote]“ნუ ეუბნებით იმედგაცრუებულ ქართველებს რომ იმედებს ვუცრუებთ, იმიტომ რომ ეს გვაზიანებს!”

ასეთი პრეტენზია ისმის ნაცმოძრაობიდან.

დაუძინებელო მეგობრებო, იმედებს რომ უცრუებთ ქართველებმა თავისით იციან – ჩვენ მხოლოდ კომენტარს ვაკეთებთ, რომ ეს ცუდია.

და საერთო ეროვნული ამოცანებიდან გამომდინარე გირჩევთ, რომ არარეალისტურ მოლოდინებს ნუ სახავთ.

ჩვენ ვერაფერს დაგაძალებთ, მაგრამ პოზიცია გვაქვს და გამოვხატავთ  – ვთვლით რომ საერთო საქმეს აზიანებთ.

ოდესღაც ეგებ მიხვდეთ, რომ არ არის 2003 წელი და თქვენს არხებზე რაც ისმის, იმით არ იქმნის ქართველი ხალხი წარმოდგენას.

რაღაც ნაწილი შეიძლება გააბრიყვოთ, მაგრამ გამარჯვებისთვის ვინც გვჭირდება, ის ხალხი იმედგაცრუებულია.

თქვენ ხართ დინოზავრები.

თქვენ ვერ გამოდიხართ წარსულიდან.

თქვენ ფიქრობთ რომ დღესაც, მეინსტრიმ მედიაში რაც ხდება, იმით იქმნება განწყობა.

მაგრამ ეს ასე აღარ არის.

საკმარისად ფართოა იმ ხალხის მასა, რომლებიც თქვენს ნათქვამს ეჭვის თვალით უყურებს იმიტომ რომ

ძალიან იოლად მოწმდება – საინფორმაციო ველი მთლიანად შეცვლილია, ყველაფერი დევს, ყველა განცხადება ერთმანეთს დარდება.

ეს დინოზავრული “ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს” აღარ არის ისეთი ეფექტური, როგორსაც მიეჩვიეთ.

ბევრად, გაცილებით გამჭვირვალეები ხართ/ვართ, ვიდრე 1995, 2003 ან 2010 წლებში.

p.s. მარტივი მაგალითისთვის რომელიმე ნაცმა ვინც ინტერნეტი და ინგლისური იცის, ექიმთან ბოლო ვიზიტი გაიხსენეთ – დარწმუნებული ვარ დაგუგლეთ, და დაახლოებით იცოდით რა შეიძლება ყოფილიყო, სიმპტომებიდან გამომდინარე.

ვიღაც სიაბანდი, ჭკუასუსტი ექიმი რომ დაგხვდეთ და სულ სხვა დიაგნოზი დასვას, ეჭვს ხომ შეიტანთ?

იყო დრო, როცა ინფორმაციასთან წვდომა არ გვქონდა და ეჭვის შეტანა იოლი არ იყო.

ასე არ არის? სხვებიც ასე არიან. გუგლავენ, იმახსოვრებენ, ადარებენ, წერტილებს აერთებენ. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად – მათ შორის პოლიტიკაში.

მაგრამ ჩვენ ხომ ბევრი უნდა ვიყოთ თუ ივანიშვილის დამარცხება გვინდა, მხოლოდ ისინი, ვინც უსიტყვოდ და უპირობოდ იჯერებენ მთავარზე, ან მელიას ნათქვამს გვყოფნის? თუ გვყოფნის ოპოზიციაში რატომ ხართ?[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ტაბულას დამფუძმებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

იტვირთბა....