ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯიშკარიანი სააკაშვილზე: ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე დასწრებაში

ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომაზე დასწრებაში ხელს არ შეუშლის.

მისი თქმით, სააკაშვილი მკურნალობასა და რეაბილიტაციას კვლავ საჭიროებს.

“სასამართლო პროცესზე წასვლას ჯანრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის, ჩვენი მოსაზრებით. პაციენტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას, ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს გამოკვლევასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა ჩანიშნული.

იტვირთბა....