ახალი ამბები მთავარი სპორტი

საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეული გუნდური ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

რუსეთის ქალაქ უფაში შერეულ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90 კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში ჩატარდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში ნიდერლანდების ძლიერი გუნდი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. თავისი ბრძოლები მოიგეს – ფრიდონგ გიგანმა, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი კვლავ ინანეიშვილს მოუწია ბრძოლა და მეტოქე მარტივად დაამარცხა.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა ავსტრიას (4:0), საფრანგეთსა (4:2) და თურქეთს (4:2) სძლიეს.

იტვირთბა....