დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ერთი შემთხვევა ქალაქ ჩელმსფორდში, მეორე კი ნოტინგემში გამოვლინდა.
მინისტრის ცნობით, ორივე ინფიცირებული უკვე იზოლაციაშია და მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი უკვე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ისრაელში, ჩეხეთსა და გერმანიაში.