ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

წერეთელი: კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ 500-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე პირველადი ვირუსი

[su_quote]მაშ ასე, ახალი შტამის სახელია “ომიკრონი” და ის შეშფოთების ვარიანტად იქნა დასახელებული “variant of concern”. მისი მთავარი პრობლემაა გავრცელების სისწრაფე (იხილეთ გრაფიკი). და მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამის პირობებში და 500-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე პირველადი ვუჰანის ვირუსი.

ევროკავშირმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს სამხრეთ აფრიკიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან მგზავრების მიღება. უკან დაბრუნება შეუძლიათ მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ მიუხედავად თავის ვაქცინაციის სტატუსისა ყველას მოუწევს კარანტინი. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა თავის წევრ ქვეყნებს სასწრაფოდ გაზარდოს დარჩენილი ვაქცინაციის ტემპი და გაამკაცროს წესები, პირბადეების ტარებასა და რაც მთავარია სახლიდან მუშაობაზე, მაშინ როცა ამის შესაძლბელობა არის (სხვათაშორის, საქართველომ სრულიად უგულვებელყო ეს მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყენებს და თითქმის არ გამოუყენებია დისტაციურად მუშაობის მანდატორული მოთხოვნა)

ასეთი ამბები მსოფლიოში… კიდევ კარგი საქართველოს არ ანაღვლებს კოვიდი[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი უკვე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ისრაელში, ჩეხეთსა და გერმანიაში.

იტვირთბა....