ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: ენმ-ს მიზანია რომ ის სისხლი დაიღვაროს, რაზედაც ასე დიდხანს და ინტენსიურად საუბრობენ

სასამართლოს თემა, სააკაშვილის ციხის კედლებიდან გამოყვანის თემა, ყველაფერი კონკრეტულ გეგმაშია მოქცეული. მიზანია, რომ როგორმე, იქნებ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდეს ძალოვან სტრუქტურებსა და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის და იქნებ, ის სისხლი დაიღვაროს, რაზედაც ასე დიდხანს და ინტენსიურად საუბრობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კედლებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ, სადაც 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

„სასამართლოს თემა, სააკაშვილის ციხის კედლებიდან გამოყვანის თემა, მისი გადანაცვლება მრავალპროფილურ საავადმყოფოში, ყველაფერი არის კონკრეტულ გეგმაში მოქცეული, გარკვეული შტრიხები, რომელიც არც არის დამალული, ვინაიდან დასამალიც არაფერი არ არის უკვე. ამის თაობაზე იმ ფარულ ჩანაწერშიც მოვისმინეთ, აქ არის – სააკაშვილი დავიხსნათ და ათ დღეში მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, თვითონ სააკაშვილის მოწოდებაც ეგ არის. რა საკვირველია, ამის მცდელობა იქნება, ჯერჯერობით განცხადებებია ამასთან დაკავშირებით. ამის მცდელობა კიდევ დაკავშირებულია იმ მიზანთან, რომ როგორმე იქნებ ფიზიკური დაპირისპირება მოხდეს ძალოვან სტრუქტურებსა და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის და იქნებ ის სისხლი დაიღვაროს, რაზედაც ასე დიდხანს და ინტენსიურად საუბრობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კედლებში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

იტვირთბა....