ტყიბულში ქვანახშირის კარიერი ჩამოიშალა.
მაშველები სავარაუდოდ, მიწის მასაში მოყოლილ 2 ადამიანს ეძებენ.
როგორც ტყიბულის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ნახშირს უნებართვოდ, ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.
მეტრონომი მომხდარის დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.

