ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცენტრ “ემპათიის” ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში შევიდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შევიდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ფსიქიატრი მარიამ ჯიშკარიანი და ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი.

„ცენტრი „ემპათია“ უკვე დიდი ხანია ჩართულია [მიხეილ სააკაშვილის] სამედიცინო შემოწმებაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა და გაცემულია უკვე ორი დასკვნა. ეს მულტიდისციპლინურ ჯგუფში ჩართულია სხვადასხვა სპეციალობის 8 ექიმი. ექსპერტიზა ნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას და ასევე უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და ასევე დოკუმენტაციის მონიტორინგს“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან კლინიკაში შესვლის წინ.

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჯერ კიდევ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ მის პაციენტს სურდა მარიამ ჯიშკარიანთან შეხვედრა და ასევე აღნიშნა, რომ საჭირო იყო ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება სახელმწიფოს მიერ შერჩეული ექიმების კონსილიუმის ჯგუფში.

იტვირთბა....