[su_quote] ფარმაცევტული დარგის გაგებაში არ არის პრემიერი. ფარმაცევტული კომპანიები ფინანსურ მონაცემებს აქვეყნებენ წელიწადში ერთხელ, ის არის საჯარო და მოგების მაჩვენებელი არის 10%-მდე. ჩემი აზრით, 15%-იც ლეგიტიმურია, თუმცა ეს არავის აქვს. ჩემი კომპანიის მოგება 6%-მდეა და ეს აბსოლუტურად მისაღები მაჩვენებელია, უფრო მეტიც უნდა იყოს, რათა დარგი განვითარდეს. ამდენად, ფაქტია. ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, გადააბრალოს კერძო სექტორს პრობლემები, რომლებიც თავად ვერ მოაგვარა 10 წლის მანძილზე [/su_quote]
ამის შესახებ , PSP-ჯგუფის დამფუძნებელმა, ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილმა bmg-სთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც ფარმაციის დარგში დაანონსებულ რეგულაციებს გამოეხმაურა.