“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.
ისინი ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მოვლენებს აპროტესტებენ.
მოძრაობა შეცვალეს აქტივისტს, ნიკა ფარულავას პარტიის ოფისთან მიტანილი ჰქონდა ქართული ოცნების მაისური, რომელიც სიმბოლურად წითელ საღებავით იყო დასვრილი. მისი თქმით, მაისური რეჟიმის განსახიერებაა.
“ამ პარტიის ლოგო არის სისხლიანი რეჟიმის სახე. უამრავი ადამიანი ვიცით, რომლებიც შეეწირნენ მათი კომფორტის ზონის შექმნას და მათ ხელისუფლებაში დარჩენას. ეს დაიწყო მათ შორის 2012 წლიდან, ბარბარე რაფალიანცის საქმე დღემდე გამოუძიებელია. ასევე გვაქვს ია კერზაიას ქეისი, ნუგზარ ფუტკარაძის, ასევე, ლექსო ლაშქარავას ქეისი, რომლის დაცვაც ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ იმიტომ, რომ არ გაენაწყენებინა წინასაარჩევნოდ რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფები. ქართული ოცნება იზამს ყველაფერს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, იქნება ეს მოსყიდვა, დაშინება თუ ადამიანების მკვლელობა”, – თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.