ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხაიძე: თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე -„დელტა“, ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავრუსის ახალმა შტამმა – „ომიკრონმა“, შესაძლოა, იმაზე დიდი საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და მსოფლიოს, ვიდრე ეს წინა შტამების შემთხვევაში იყოს.

„ჯანმო-მ ამ ვარიანტს ყველაზე მაღალი კატეგორია მიანიჭა. ეს არის შეშფოთების მუტაცია, შეშფოთების ვარიანტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას ბერძნული ანბანის მე-15 ასოს სახელი – „ომიკრონი“ დაარქვა. ასეთი სწრაფი რეაგირება ჯანმო-ს არცერთ მუტაციაზე არ ჰქონია. ეს მუტაცია მართლაც განსხვავებულია. დღეისთვის მიიჩნევა, რომ ამ ვარიანტს 50-მდე სხვადასხვა მუტაცია აქვს. თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე – „დელტა“, რის წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, მაშინ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება“, – აცხადებს “იმედის”ცნობით, ივანე ჩხაიძე.

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლა შეაჩერეს.

იტვირთბა....