ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან და ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ის შეშფოთებულია უკრაინაში შექმნილი სიტუაციით და ზელენსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანაში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ.

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული. 16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება. 18 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

იტვირთბა....