ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ახალი კორონავირუსის ვარიანტი გამოაცხადა “შეშფოთებულად” და “ომიკრონი” დაარქვა. ამის შესახებ თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ჯანმო-ს ცნობით, პირველად ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი აფრიკაში, 24 ნოემბერს დაფიქსირდა და, სავარაუდოდ, სხვა ვარიანტებთან შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი ახასიათებს. ახლახან აღმოჩენის B.1.1.529 შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ,,ომიკრონი“ უწოდა.
ქვეყნების ნაწილმა, გადაწყვიტა აკრძალოს ან შეზღუდოს მგზავრობა სამხრეთ აფრიკის მიმართულებით. აღნიშნული, გადაწყვეტილება ახალი შტამის აღმოჩენას უკავშირდება.
როგორც ჯანმო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალ ვარიანტს “უამრავი სხვადასხვა სახის მუტაცია აქვს, მათგან რამდენიმე კი შემაშფოთებელია“.
ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.