საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 871-ს შეადგენს.
გუშინ, 26 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 534 შემთხვევა გამოვლინდა, 3 742 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.