ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი: ფაქტია, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მედია ჩეკერთან ინტერვიუში ამბობს, რომ სახელმწიფომ 5 ივლისს ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო. ამასთან, ჟურნალისტის  კითხვაზე, რამდენად უსაფრთხო გარემოა საქართველოში მედიის წარმომადგენლებისთვის, პაპუაშვილს მიაჩნია, რომ “ძალიან, უსაფრთხოა”.

“ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არისო, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს ჟურნალისტი პროპაგანდის ნაწილი? შეიძლება, იმის თქმაც, უსაფრთხო გარემო არის თუ არა, პროპაგანდის ნაწილია.

ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, შეძლო თუ ვერა სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს? ფაქტია, რომ ვერ შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს დაშავებულები”, — ამბობს მმართველი პარტიის წარმომადგენელი მედია ჩეკერთან.

იტვირთბა....