ევროკავშირის ქვეყნები სამხრეთ აფრიკიდან ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ. ამის შესახებ BBC წერს, ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია, რომელსაც “ომიკრონს” უწოდებენ.
როგორც ევროკომისიის პრესსპიკერი ერიკ მამერი აცხადებს, ბლოკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ აფრიკიდან ფრენები აკრძალონ მას შემდეგ, რაც ახალი შტამის პირველი შემთხვევა ბელგიაში დაფიქსირდა. აკრძალვა შეეხება ბოტსვანას, ლესოთოს, მოზამბიკს, ნამიბიას, სამხრეთ აფრიკას, ზიმბაბვესა და ესვატინის.
პირველადი მონაცემების შედეგად კი WHO-ში აცხადებენ, რომ ახალი შტამის შემთხვევაში სხვა შტამებთან შედარებით რეინფიცირების უფრო მაღალი რისკი არსებობს.

