[su_quote] განსხვავებული აზრის მოსმენა ნორმალურია, მაგრამ რასაც ისინი ამ რადიკალური ფორმებით აკეთებენ, ეს პირველ რიგში მათ აზიანებს, მათი მარგინალიზაცია ხდება. დღეს რა ვითარებაშიც იმყოფება კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა, ეს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის არის კარგი. ყველა პარტიებზე არ ვისაუბრებ, რადგან ბევრი გაემიჯნა ნაციონალურ მოძრაობას. ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ ეს პატარა ოპოზიციური პარტიები ნაციონალურმა მოძრაობამ შეჭამა და ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის დღის წესრიგში მოექცია, თავისი ზეგავლენა მოეხდინა და ეს გამოსდიოდა კიდეც. ვფიქრობ, იქაც არსებობენ ადამიანები, ვინც სწორად ხედავს. [/su_quote]
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

