[su_quote] ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ძალის კრიზისი. კონკრეტული ძალის, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა. ეს ძალა მთელი თავისი არსებობიდან დაწყებული ყოველთვის, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისე ამორალურად ექცეოდა თავისი ქვეყნის მოსახლეობას და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც შეიძლება თითით საჩვენებელი იყოს იმისთვის, რომ ავუხსნათ საზოგადოებას, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, როდესაც ისინი დღეს იქცევიან. შესაბამისად მათ აქვთ ეს კრიზისი, თავიანთი მიდგომებით, სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულებით და ეს არ არის სიახლე, უკვე საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გათვითცნობიერებულია არსებულ რეალობაში, თუ რა დღის წესრიგი აქვს ნაციონალურ მოძრაობას. [/su_quote]
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

