[su_quote] მე არ მესმის რამდენიხანი უნდა იყოს აქტიური პოლიტიკურ დღის წესრიში მიხეილ სააკაშვილი, მისი პიროვნება და მისი ფაქტორი. რომ არა ქართლი ოცნების ხელშეწყობა ეს ბოლო ათი წელი ვერაფერს ვერ იზამდა მიხეილ სააკაშვილი… ეს ყველაფერი ხელოვნურია… იგივე ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოპოზიციონერ ძალად გამოცხადება ამ წლების განმავლობაში, თურმე მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება მკვდარია.. ჩვენ თუ გვინდა ემოციებით, ავანტიურისტული, არასერიოზული განცხადებებით გავაგრძელოთ ქმედებები, მაშინ ამისთვის ზედგამოჭრილია ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილი და ზედ დაყოლებული ქართული ოცნება, რომელიც ბოლო წლებია აბსოლუტურად არასერიოზულად გვევლინება… სააკაშვილის მთელი პოლიტიკური ცხოვრება ავანტიურიზმით არის აღსავსე, რა თქმა უნდა, ცუდი გაგებით, ამ ყველაფერს უარგისზე, უარგისი ქართული ოცნება ასულდგმულებს. [/su_quote]
ამის შესახებ ყოფილმა ქართული ოცნების წევრმა და ყოფილმა პარლამენტარმა ადა მარშანიამ ჯორჯიან თაიმსის ეთერში განაცხადა.

