მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია შვილთან გორის ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სისუსტე, ჯანმრთელობის მხრივ გრძელდება, ასევე, მას იმედი აქვს, რომ დაესწრება 29 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომას.
“როგორ გრძნობს თავს – სისუსტე გრძელდება … განწყობა როგორი უნდა ჰქონდეს, გამოკეტილი რომ ხარ ადამიანი… სხდომასთან დაკავშირებით, იმედი აქვს რომ დაესწრება სხდომას, იმედი აქვს კი არა სურვილი აქვს, რომ უნდა დაესწროს”,- ამბობს ალასანია

