ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავითაშვილი: ძველი საკრებულოები ბიუჯეტს ამტკიცებენ იმის გამო, რომ დრო არ დაიკარგოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილის თქმით, გადარჩეულმა საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტი იმიტომ მიიღეს, რომ “დრო არ დაიკარგოს”.

“იურიდიულად ეს პროცესი არის გამართული ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგებიან მხოლოდ სამი დეკემბრიდან, შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ თავის უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ბიუჯეტს ამტკიცებენ იმის გამო, რომ დრო არ დაიკარგოს. პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს. 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს. თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე სჭირდება ბიუჯეტები, იმისთვის, რომ მერიამ შეძლოს ხალხის საჭიროებისთვის 24 საათი იმუშაონ”,- თქვა დავითაშვილმა.

ზუგდიდში წინა მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომა 26 ნოემბრის დილიდან ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

იტვირთბა....