ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში 2, აჭარაში კი 4 პირი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული

პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს – შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....