ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაზარაძე ბათუმსა და ზუგდიდზე: ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში არჩევნების არსი მოკლა

“ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში არჩევნების არსი მოკლა”. – ასე ეხმაურება ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში მიმდინარე დაპირისპირებას.

მისივე თქმით, მმართველი პარტია მხოლოდ ერთი მიზნის აღსრულებაზე ზრუნავს – ცდილობს, ძალაუფლება “ყველა მეთოდითა და საშუალებით” შეინარჩუნოს.

“მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ქართულმა ოცნებამ ჩვენს ქვეყანაში მოკლა არჩევნების არსი. ქართულმა ოცნებამ, პრაქტიკულად, აზრი დაუკარგა დემოკრატიას და გადასულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიხნის აღსრულებაზე – ყველა მეთოდითა და საშუალებით ძალაუფლების შენარჩუნებაზე. არცერთ ცივილურ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველო არ მიეკუთვნება ქართული ოცნების ხელში, არ ხდება, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცონ უკვე არჩეული მომავალი საკრებულოს ბიუჯეტი. ეს არის ნონსენსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება და სწორედ ეს უნდა ქართულ ოცნებას.

ეს არის რუსული ტიპის მმართველობა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქართული ოცნების პოლიტიკა, რომ ამ ქვეყანაში სულ ასეთი არეულობა იყოს, იმიტომ, რომ დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა დღეს საქართველოში არის არა ოპოზიცია, როგორც ქართული ოცნება ცდილობს, რომ მოახვიოს საზოგადოებას, არამედ არის თვითონ ქართული ოცნება, იმიტომ, რომ ის, რაც ხდება დღეს ზუგდიდსა და ბათუმში, არის უხეში დარღვევა ყველა ნორმის, ყველა შინაარსის და ყველა აზრის, რაც კი შეიძლება დემოკრატიას ჰქონდეს. ამა ძალიან წყნარად, მტკიცედ დავუპირისპირდებით, იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას ამ ქვეყანას ბოლომდე არ ჩავაბარებინებთ რუსეთს”. – ამბობს ხაზარაძე.

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს.

იტვირთბა....