ზუგდიდში წინა მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომა 26 ნოემბრის დილიდან ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას თქმით, დამტკიცებული ბიუჯეტით მერისა და მერის მოადგილეების ხელფასები “გაზრდილია სადღაც 1 000 ლარიდან”.
“ბიუჯეტი გაიზარდა და განისაზღვრა 47 200 000 ლარით. ყველა პრიორიტეტი ადეკვატურადაა ფინანსურად უზრუნველყოფილი, ჩვენი შესაძლებლობებიდან გაგმონდარე. საჯარო სექტორში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, კანონმდებლობის შესაბამისად იზრდება ხელფასები და ესაა მასტიმულირებელი ფუნქცია, რათა იყოს კონკურენტუნარიანი საჯარო სექტორი.
პოლიტიკური თანამდებობის პირები განსაზღვრულია კანონმდებლობით. ასევე განსაზღვრულია ქვედა დონის მენეჯერებიც. [მერის და მერის მოადგილეებისთვის ხელფასი] გაზრდილია სადღაც 1 000 ლარიდან”. – თქვა წოწერიამ.
2022 წლის ბიუჯეტი ასევე დაამტკიცეს ასევე ბათუმში, სადაც ზუგდიდის მსგავსად პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის საკრებულოს დეპუტატები დააკავა. დაკავებების შესახებ წერს ენმ-ს დეპუტატი ანა წითლიძეც, რომლის ცნობითაც, დაპირისპირებისას პოლიციამ მას თითი მოსტეხა.