ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ეს ხელისუფლება არის მკვლელი, რომელსაც მორალური და პოლიტიკური საყრდენი გამოცლილი აქვს

ბათუმის საკრებულოსთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მივიდა.

მელიას თქმით, ხელისფულების ქმედებები კანონიერ საფუძველს მოკლებულია.

“ყოველგვარ კანონიერ საფუძველ გამოცლილია ეს ხელისუფლება. რეჟიმია ხალხო, რომელიც კადრულობს შემდეგ რამეს: ბათუმში, მიუხედავად ყველაფრისა პირველი ტური დასრულდა და ხმები გადანაწილდა იმგვარად, რომ ოპოზიციას ერგო 19 ხმა, ხოლო ხელისუფლებას 16. ყველაფრის მიუხედავად, პროცესი ოპოზიციის სასარგებლოდ დასრულდა. უმძიმესია ის ფაქტი, რომელიც მოხდა და ეს არ დარჩება, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი ფართო საზოგადოების მხიდან, ნუგზარ ფუტკარაძე, გამარჯვებული მანჟორიტარი დეპუტატი ქალაქ ბათუმში, რომელთანაც აწარმოებდნენ შანტაჟის ენით საუბარს, მაგრამ მან სიცოცხლეში მოახერხა და დატოვა ამ ყველაფრის მტკიცებულება, მას სთვაზობდენენ 100 000 დოლარს და ადამიანი მიიყვანეს სიკვდილამდე. ამ ყველაფერზე ხელისუფლება გვეუბნება, რომ:”ჩვენ რა შუაში ვართ, ვიღაცას 100 000 დოლარს სთავაზოდნენ და ჩვენ რა შუაში ვართო”.
ეს ხელისუფლება ყველაფერთან ერთად არის მკვლელი, და დიახ, არ ვერიდები, რადგან მკვლელი რეჟიმი, რომელსაც მორალური საყრდენი უკვე დიდი ხანია გამოცლილი აქვს, პოლიტიკური საყდენი მას აღარაფერი აქვს, გარდა ამ რეჟიმის მსახური ზონდერ-პოლიციელებისა. რომდემდე იდგებიან? დაიფშვნებიან და ჩამოინგრევიან და ამ ყველაფერში ძალიან დიდ როლს ქართველი ხალხი ითამაშებს”,-განაცხადა მელიამ.

​ბათუმში წინა მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომა 26 ნოემბრის დილიდან ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

იტვირთბა....