ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღუდუშაური: მიხეილ სააკაშვილი გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა

საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება, მოცეკვავე თუ ტანმოვარჯიშე ყველა ექვემდებარება კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას და მორჩა – გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი, უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„პოლიტიკოსებისგან იქნება, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანებისგან, თუ უცხოპლანეტლებისგან ეს ჯგუფი, არ აქვს მნიშვნელობა, არსებობს კანონი, არსებობს სასამართლო და მისი პრეროგატივაა მსჯავრის დადება და მსჯავრისგან გათავისუფლება, შესაბამისად, აქ არის ძალიან დიდი წერტილი და საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება, მოცეკვავე თუ ტანმოვარჯიშე ყველა ექვემდებარება კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას და მორჩა.

გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი და მისი ახირებული მოთხოვნები ერთადერთ მიზანს ემსახურება – მას უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება, მაგრამ მოუწევს და ამას უნდა შეეგუონ ეს ადამიანები და თვითონ პირველ რიგში. მისი ეს ახირებული მოთხოვნები და თითქოსდა ეპისტოლარული ჟანრის წერილები არანაირ შედეგს არ და ვერ იქონიებს, შესაბამისად მას მოუწევს მსჯავრის პირნათლად მოხდა, მისი ყველა უფლება იქნება დაცული როგორც აქამდე და სპეკულაციები მისი მსჯავრდების საქმეზე არის ამაო. მე ვურჩევდი ამ ადამიანებს, თუ რამე აქვთ სათქმელი წერილების ნაცვლად, რომ ტყვეობაში მყოფი სააკაშვილი დაიცვან, კარგად მოემზადონ და სასამართლოზე დაიცვან თავი,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

იტვირთბა....