ახალი ამბები მთავარი

ცერცვაძე: დღევანდელი დღე ფასდაკლების დღედაა ცნობილი, შესაბამისად, აღინიშნება მობილობის მომატება – არცერთ სავაჭრო ობიექტში არცერთი ადამიანი არ უნდა დაიშვას პირბადის გარეშე

დღეს ე.წ. შავი პარასკევია. ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას, მაღალი მობილობის გამო, სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში, რეგულაციების ორმაგად დაცვისკენ მოუწოდებს.

„მთელ მსოფლიოში, დღევანდელი დღე ფასდაკლების დღედაა ცნობილი. შესაბამისად, აღინიშნება მობილობის მომატება. მოსახლეობა მკაცრად უნდა გავაფრთხილო, რომ გააორმაგოს რეგულაციების დაცვა. კერძოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევებში, პირბადეების ტარება. არცერთ სავაჭრო ობიექტში არცერთი ადამიანი არ უნდა დაიშვას პირბადის გარეშე“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

იტვირთბა....