ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ხიდაშელი სააკაშვილზე: თუკი არის სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნა, მიკვირს, რატომ არ გაასაჩივრა თავის დროზე განაჩენები

მე საერთოდ გულწრფელად მიკვირს, რატომ არ გაასაჩივრა სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა თავის დროზე განაჩენები, როდესაც დგებოდა ისინი სტრასბურგში. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ რეალურად თუკი არის მოთხოვნა იმისი, რომ სამართლიანმა სასამართლომ გაასამართლოს და სამართლიანი სასამართლოს პირობებში მოხდეს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, მისი ყველაზე სწრაფი, რეალისტური მექანიზმი არსებობს და მას სტრასბურგის სასამართლო ჰქვია

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჯორჯიან თაიმსის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიმართ სტრასბურგის სასამართლოს მიერ წაყენებულ ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....