ვიდეო საზოგადოება

ფარული ვიდეო: ქალი დედამთილის მოკვლას ცდილობდა (ვიდეო)

 

 

CNN-ის ინფორმაციით, ინდოეთში ქალი დედამთილზე ძალადობის ფაქტზე დაიჭირეს. ფარული ვიდეო ქალის მეუღლემ დაამონტაჟა, რის შედეგადაც რძილს მხრიდან დედამთილზე  სასტიკი ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. 70 წლის დედამთილი, რომელიც ავადმყოფობის გამო საწოლიდან ვერ დგებოდა, სამართალდამცავებთან იხსენებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო რძლის მხრიდან. „ის მცემდა, საწოლიდან მაგდებდა, ქვაც ჩაურტამს თავში“_ ყვება დედამთილი. რაც შეეხება ქმარს, ის ამბობს, რომ დიდი ხანია სურდა ფაქტებით დაემტკიცებინა, რომ ცოლი მის მოხუც მშობლებზე ძალადობდა. ინდოელი ცოლ-ქმარი 7 წელი ერთად ცხოვრობდნენ. შემთხვევის შემდეგ ისინი გაშორდნენ. ქალის მიმართ ადამიანის მოკვლის მცდელობაზეა საქმე აღძრული. მოძალადე რძალი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ვიდეო მონტაჟია.

იტვირთბა....