მთავარი პოლიტიკა ციტატა

დუმბაძე: ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ აღუდგინოს მოქალაქეობა

დღეს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და გლდანის ციხეში და გორის ჰოსპიტალში ვის ვმკურნალობთ, საქართველოს მოქალაქეს, თუ ჩვენი მოკავშირე ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეს?! ხელისუფლებამ დაიხიოს უკან და სააკაშვილს სასწრაფოდ აღუდგინოს მოქალაქეობა. აი, ეს იქნება სწორი ნაბიჯი. ანუ, როცა ხელისუფლება უკან იხევს და სწორ ნაბიჯს გადადგამს, მე მაშინ შევაქებ და ხელს გავუწვდი

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მურმან დუმბაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....