ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ნათელაშვილი: ან მოვდივართ ჩვენ და გადაგარჩენთ, ან იქნებით ჭაობში და მერე მე არ დამაბრალოთ

პოლიტიკური არჩევანი საქართველოში უნდა სწორი გააკეთოს ხალხმა. სხვა შემთხვევაში არ გამოგველევა ბიძინები, ედუარდები და სხვები. პოლიტიკური არჩევანი უნდა გააკეთოთ იმ პარტიის სასარგებლოდ, რომელიც თქვენთვის არსებობს, თქვენთვის დაიბადა და თქვენ გემსახურებათ. ასეთი დღეს ლეიბორისტული პარტიაა. ახლა თუ ჩატარდა ახალი არჩევნები და გავარდა ხალხი, ზოგმა ბიძინას მისცა, ზოგმა ნაცმოძრაობას მისცა, ზოგმა ბანკირების პარტიას, ზოგმა ნარკომანების პარტიას, რა აზრი აქვს ასეთ ახალ არჩევნებს. ისევ ჯობია ეს ამყაყებული სიტუაცია იყოს. ან მოვდივართ ჩვენ და გადაგარჩენთ, ან იქნებით ამ ჭაობში და ჩემი ბრალი არ იქნება, ან მერე მე რამე არ დამაბრალოთ

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილიმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....