[su_quote]ნაციონალურ მოძრაობაში სხვადასხვა ფრთაა – ზოგი ვალის მოხდის მიზნით უჭერს მხარს სააკაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ ეს მხარდაჭერა ცალყბა ხდება ბევრი პოლიტიკოსის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, მალე გაემიჯნებიან. თვითონ ნაციონალური მოძრაობის შიგნითაც ამის საფუძველზე, დიდი ალბათობით, განხეთქილება მოხდება. ყველა, ვინც დღეს ამბობს – თავისუფლება მიშას, მიუხედავად იმისა, ქართველია, უცხოელი თუ რა სტატუსი აქვს, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და კანონის უზენაესობას.
ყველაფერი არის ძალიან მარტივად – ორი წინაპირობაა, რაზეც თუ შევთანხმდებით, ყველაფერი მოწესრიგდება: ერთი ეს არის დემოკრატიის და ხალხის არჩევანის აღიარება; მეორე წინაპირობაა სამართლის აღიარება. ითქვა კიდევაც, რომ სადაც არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა[/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა შალვა პაპუაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

