ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის წევრებმა საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია.
ქართული ოცნების დეპუტატებს სურთ, რომ 2022 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველი შემადგენლობით დაამტკიცონ, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი ხვალინდელი დღის წესრიგიდან უნდა ამოიღონ.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა მირდატ ქადამაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხების ფურცელი დახია.
შენობაში იმყოფებიან სამართალდამცავები. სხდომა საკრებულოში ხვალაა ჩანიშნული.

