[su_quote]რაც კი რაიმე კრიზისის სახელი არსებობს [ყველა საქართველოშია]. ჯერ ერთი მორალური კრიზისია – გაიხრწნა ქართული ოცნება და ფაქტობრივად, ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის ადამიანთა კლანი, რომელიც ერთადერთ რამეზე ფიქრობს: მოიპაროს რაც შეიძლება მეტი ბიუჯეტიდან, მოასწროს რაც შეიძლება მალე ყველაფერი; სხვათა შორის, მოსამართლეთა საკითხი რომ იხილება დღეს, ესეც კრიზისის ერთ-ერთი მხარეა, რომელსაც საერთაშორისო ასპექტები აქვს და 75 მილიონი ევრო იმის გამო გაგვიჩერეს, რაც ხდება ახლა პარლამენტში.
ეკონომიკური საშინელი კრიზისია; 12 ათასი ადამიანი მოკვდა და პანდემიით გარდაცვალების კუთხით პირველ ადგილზე ვართ ბოლო კვირების განმავლობაში – 12 ათასი თითქმის 2-ჯერ მეტია, ვიდრე აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი როცა ააოხრა; ბოლოს, მივედით ამ პოლიტიკურ კრიზისამდე. საერთოდ, რამე კრიზისის ჭაჭანება თუ არსებობს, ყველა ასახულია საქართველოში[/su_quote]
ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც კრიზისი ნაციონალურ მოძრაობაშია და თავად პარტიამ უნდა იზრუნოს, როგორ გამოვიდნენ ამ კრიზისიდან. აღნიშნული კომენტარი გოცირიძემ ტვ პირველის ეთერში გააკეთა.

