ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნაცვლიშვილი: ვფიქრობ, საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით სააკაშვილი მიმართავს საკუთარ პარტიას, მხარდამჭერებს

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიასა და მხარდამჭერებს მიმართავს.

მისი თქმით, კოალიციური მმართველობის იდეა არის გამოსავალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყანაში, რომ წინა 9 წელი და ეს 9 წელი არ განმეორდეს.

“ვფიქრობ, სააკაშვილი, როგორც პარტიის დამფუძნებელი, მიმართავს საკუთარ პარტიას და მხარდამჭერებს. ეს მისი მოსაზრება და სურვილია, რისი უფლებაც აქვს და ვერავინ შეუზღუდავს. ალბათ ეს უფრო ნაციონალური მოძრაობის გასაკეთებელი საქმეა. რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, კოალიციური მმართველობის იდეა, რომელსაც ძალიან ბევრი პოლიტიკური აქტორი უერთდება და უჭერს მხარს ოპოზიციაში, არის გამოსავალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყანაში, რომ წინა 9 წელი და ეს 9 წელი არ განმეორდეს და არ დაბრუნდეს მთელი თავისი მანკიერებით”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.

იტვირთბა....